ფლექსო ლეიბელსი
„ფლექსო ლეიბელსი“ მრავალწლიანი გამოცდილების საწარმოა და რეგიონში თვითწებვადი ეტიკეტების წარმოების ბაზრის 95%-ზე მეტს მოიცავს.
ეტიკეტების ბეჭდვის სფეროში გამოცდილების შეძენა და განვითარება კომპანიამ ათეული წლების წინ დაიწყო და ეს პროცესი დღესაც გაგრძელდება.
განვლილმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ საწარმოს ტექნიკურ და პროფესიონალურ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, არსებულ სფეროში წარმატების მიღწევის აუცილობელ პირობას წარმოადგენს.
რეგიონალურ ბაზარზე კომპანიის ლიდერ პოზიციებზე დამკვიდრება დამფიძნებელთა მიერ პრიორიტეტების მართებულად განსაზღვრამ და სწორმა მენეჯმენტმა განაპირობა.
ჩვენს საწარმოში გამოყენებული ტექნიკური აღჭურვილობა და პროფესონალებით დაკომპლექტებული გუნდი ნებისმიერი სირთულის ეტიკეტის საუკეთესო ხარისხით ბეჭდვის საშუალებას იძლევა.
ჩვენთან, პროდუქცია მზადდება მაღალტექნოლოგიური და მრავალსექციური უნიკალური კომპლექტაციის, პრემიუმ კლასის დანადგარებზე, საუკეთესო ევროპული ტრადიციების მიხედვით. ბეჭდვისას გამოიყენება უმაღლესი კლასის, სხვადასხვა ტიპისა და რელიეფის მქონე საბეჭდი მასალა, ხოლო პროცესი ხორციელდება დღეს არსებული ყველა მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენნებით, ერთ საწარმოო ციკლში, რაც თქვენს ეტიკეტს განუმეორობლობასა და დაცულობის მაღალ ხარისხს სძენს.
მრავალწლიანმა თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება შეგვერჩია ნედლეულისა და მაკომპლექტებელი მასალების ისეთი მომწოდებლები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით დაიმკვიდრეს პროფესიონალური რეპუტაცია და არსებულ დარგში დღემდე ინარჩუნებენ უდავო ლიდერების პოზიციებს.
ასეთი მაღალტექნოლოგიური ნაწარმის შექმნა აქამდე მხოლოდ უმაღლესი კლასის ევროპულ სტამბებში იყო შესაძლებელი. დღეს ყოველივე ეს ადგილზე, საქართველოშია ხელმისაწვდომი, ამიტომ ენდეთ ჩვენს გამოცდილებას, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება და აირჩიეთ პროფესიონალები, რათა თქვენმა პროდუქციამ დამსახურებულად დაიმკვიდროს საყოველთაოდ აღიარებული და ცნობადი ბრენდის სტატუსი.