ჩვენს შესახებ
საქართველოს სამეურნეო საქმიანობის სუბიექტთა სრული ჩამონათვალის რანჟირების შედეგად, ფინანსურ ეკონომიკური მაჩვენებლების თანახმად, შპს „ფლექსო ლეიბელსი“-ს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა 2017 წლის „დარგის ლიდერის“ საპატიო წოდება. |
„ფლექსო ლეიბელსი“ მრავალწლიანი გამოცდილების საწარმოა და რეგიონში თვითწებვადი ეტიკეტების წარმოების ბაზრის 95%-ზე მეტს მოიცავს.
ეტიკეტების ბეჭდვის სფეროში გამოცდილების შეძენა და განვითარება კომპანიამ ათეული წლების წინ დაიწყო და ეს პროცესი დღესაც გაგრძელდება.
განვლილმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ საწარმოს ტექნიკურ და პროფესიონალურ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, არსებულ სფეროში წარმატების მიღწევის აუცილობელ პირობას წარმოადგენს.
რეგიონალურ ბაზარზე კომპანიის ლიდერ პოზიციებზე დამკვიდრება დამფიძნებელთა მიერ პრიორიტეტების მართებულად განსაზღვრამ და სწორმა მენეჯმენტმა განაპირობა.
ჩვენს საწარმოში გამოყენებული ტექნიკური აღჭურვილობა და პროფესონალებით დაკომპლექტებული გუნდი ნებისმიერი სირთულის ეტიკეტის საუკეთესო ხარისხით ბეჭდვის საშუალებას იძლევა.
ჩვენთან, პროდუქცია მზადდება მაღალტექნოლოგიური და მრავალსექციური უნიკალური კომპლექტაციის, პრემიუმ კლასის დანადგარებზე, საუკეთესო ევროპული ტრადიციების მიხედვით. ბეჭდვისას გამოიყენება უმაღლესი კლასის, სხვადასხვა ტიპისა და რელიეფის მქონე საბეჭდი მასალა, ხოლო პროცესი ხორციელდება დღეს არსებული ყველა მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენნებით, ერთ საწარმოო ციკლში, რაც თქვენს ეტიკეტს განუმეორობლობასა და დაცულობის მაღალ ხარისხს სძენს.
მრავალწლიანმა თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება შეგვერჩია ნედლეულისა და მაკომპლექტებელი მასალების ისეთი მომწოდებლები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით დაიმკვიდრეს პროფესიონალური რეპუტაცია და არსებულ დარგში დღემდე ინარჩუნებენ უდავო ლიდერების პოზიციებს.
ასეთი მაღალტექნოლოგიური ნაწარმის შექმნა აქამდე მხოლოდ უმაღლესი კლასის ევროპულ სტამბებში იყო შესაძლებელი. დღეს ყოველივე ეს ადგილზე, საქართველოშია ხელმისაწვდომი, ამიტომ ენდეთ ჩვენს გამოცდილებას, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება და აირჩიეთ პროფესიონალები, რათა თქვენმა პროდუქციამ დამსახურებულად დაიმკვიდროს საყოველთაოდ აღიარებული და ცნობადი ბრენდის სტატუსი.
კოლექტივი.
ჩვენი კომპანია წარმოადგენს მაღალი კლასის პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომელსაც შესწევს უნარი ეფექტურად გადაწყვიტოს მის წინაშე დასახული ამოცანები.
ვითვალისწინებთ, რა კლიენტის სურვილებსა და ბაზრის მოთხოვნებს, ჩვენ ვქმნით მაღალხარისხიან პროდუქტს, რომელიც თქვენს პროდუქციას ყველასთვის მისაღებ, ცნობად ბრენდად წარმოაჩენს.
პროფესიონალიზმი.
ჩვენი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი არა მარტო განვლილ წლებში მიღებული გამოცდილებით ჩამოყალიბდა, არამედ ემყარება თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების სტაციონარულ სისტემას.
საწარმო მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის ანალოგიური პროფილის წარმატებულ კომპანიებთან. კომპანია აქტიურად მონაწილეობს დარგობრივ გამოფენებსა და თვისობრივად ახალი ტექნოლოგიების პრეზენტაციებში.
მოწვეული მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ, მომსახურე პერსონალისათვის სისტემატიურად ტარდება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული ტრენინგები და მასტერკლასები.
განვითარება.
კომპანიის მუშაობის ძირითად პრინციპს წარმოადგენს მის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა. სამყაროში ტექნოლოგიები მყისიერად ვითარდება, ამიტომ ბაზრის კონიუნქტურა თავად გვკარნახობს მკაცრ მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების შესასრულებლად საწარმოდან რეგულარულად ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები მანქანა-დანადგარების პარკის განსაახლებლად და მოწინავე ტექნოლოგიების დასანერგად. ერთი სიტყვით, ჩვენი კომპანია მუდამ ცდილობს პროგრესთან ფეხაწყობილ სიარულს, რასაც სისტემურად ვთავაზობთ ყველა ჩვენს მომხმარებლებს.
ენდეთ ჩვენს გამოცდილებას, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება და აირჩიეთ პროფესიონალები, რათა თქვენმა პროდუქციამ დამსახურებულად დაიმკვიდროს საყოველთაოდ აღიარებული და ცნობადი ბრენდის სტატუსი.
პროდუქციის ხარისხი
პროდუქციის ხარისხზე ზრუნვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. დასახული მიზანი პროცესების ზედმიწევნით ზუსტი მართვით მიიღწევა, რაზედაც კონტროლი პერმანენტულად ხორციელდება წარმოების ყველა ეტაპზე:
- კლიენტის მიერ წარმოდგენილი ეტიკეტის დიზაინის საწარმოო პროცესთან ადაპტირება და საბოლოო ვარიანტის პარამეტრების შემკვეთთან შეთანხმება.
- შეკვეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, უმაღლესი ხარისხის საბეჭდი მასალის, მაკომპლექტებელი დეტალებისა და სხვა აუცილებელი კომპონენტების შერჩევა.
- ყოველი კონკრეტული შეკვეთისათვის შესასრულებლად, ტექნოლოგიებისა და მეთოდების ინდივიდუალურად შერჩევა, დაკომპლექტება.
- შესრულებულ სამუშაოების განხორციელებაზე მუდმივი კონტროლის განხორციეება, შეკვეთის მიღებიდან პროდუქციის ჩაბარებამდე.
- კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში მუშაობა.
- ჩვენი კლიენტებისთვის ნებისმიერი სახის კონსულტაციები უფასოა.
მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება და აირჩიეთ პროფესიონალები!